LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პასუხისმგებლობა სავარაუდოდ დადგება თუმცა ვიღაცას ხელი არ უნდა შეაწმინდონ” – დაღუპული ექთნის ოჯახის ადვოკატი

231
მეგი ბაქრაძე

27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატის ვახო ბარამაშვილის განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

როგორც ადვოკატი აცხადებს, მნიშვნელოვანია, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება. ბარამაშვილი მიიჩნევს, რომ ვინმეზე „ხელის შეწმენდა“ არ უნდა მოხდეს.

ადვოკატის თქმით, ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს სავარაუდოდ, დღეს მიანიჭებენ, რის შემდეგაც მათ საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა ექნება.

მისი განმარტებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა რაც შეიძლება მალე უნდა გამზადდეს, რადგან ბაქრაძის გარდაცვალება ყველა იმ ადამიანს ეხება, ვინც იმუნიზაციითაა დაინტერესებული.

როგორც ადვოკატი აცხადებს სრული სურათი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიქმნება და სწორედ, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები