ყველაზე მდიდარი “იუთუბერების” სიაში 6 წლის რაიანი მოხვდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 11 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
რაიანის არხს იუთუბიზე Ryan ToysReview ჰქვია. ვიდეობში ბიჭი სხვადასხვა სათამაშოთი თამაშობს, სცენებს კი ბავშვის დედა იღებს.
8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის ყველაზე მდიდარ ვიდეობლოგერად დანიელ მიდლტონი დასახელდა, რომლის YouTube-არხის სახელია DanTDM. მეორე ადგილზე ევან ფონგია (VanossGaming), რომელმაც 15,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მესამეზე ჯგუფი Dude Perfect, რომლის წლიური შემოსავალი 14 მილიონი დოლარია.