LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის დედა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ იმყოფება, შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს საღამოს დაბრუნდება

1732
BeFunky-collage

27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ.

ცხედარს სამხარაულის სახელობის ბიუროში ექსპერტიზის შემდეგ, ახალციხეში გადაასვენებენ.

მედდის საქმეზე აუცილებელია დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობაც – გიორგი ჩალაძე

მეგი ბაქრაძის დედა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ იმყოფება, შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს საღამოს დაბრუნდება.

ახალციხელი ექთნის ოჯახი სიკვდილის მიზეზის დადგენას მოითხოვს.

მეგი ბაქრაძის ბიძა ტარიელ ბაქრაძე მედიასთან ამბობს, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს რა და როგორ მოხდა:

“…ან რაღაც პრობლემა ჰქონდა ადამიანს და არ უნდა აეცრათ, თუ ალერგიას იწვევდა ტესტი უნდა ჩაეტარებინათ” – ამბობს ტარიელ ბაქრაძე.

ოჯახის წევრების თქმით, მეგი ბაქრაძე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და არანაირი ალერგია არ ჰქონდა.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება რა თქმა უნდა, იქნება – ანტონ ობოლაშვილი

100 ათას შემთხვევაზე 1 ან 2 გართულება შეიძლება დადგეს, არანაირ სამედიცინო გადაცდომასთან ადგილი არ უნდა გვქონდეს: სერგო ჩიხლაძე

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა.

დილით, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა მედიას აცნობა, რომ მოხერხდა პაციენტის გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, თუმცა, გულის ხელახლა გაჩერება ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები