LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებს ახალი ვალდებულებები ექნებათ

67

აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის ასაკი 18 წლიდან 21 წლამდე იზრდება. ეს ერთ-ერთია ცვლილებათა შორის, რომელიც “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

ხუციშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღების ძირითად მიზანს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება წარმოადგენს. კერძოდ კი, საუბარია 21 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვასა და დამოკიდებულ პირთა სიის შექმნაზე, სადაც როგორც მოთამაშეს, ასევე მისი ოჯახის წევრს, სასამართლოს წესით მოთხოვნის საფუძველზე, პირის მონაცემთა რეესტრში შეტანის საშუალება მიეცემა.

“ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ვალდებულება ექნება სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს დამოკიდებულ პირთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად, არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, გაუქმდება აქამდე რეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში და შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ, ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები