ლეო მესი გერდ მიულერს დაეწია, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამორჩება პელეს ერთ კლუბში გატანილი გოლების მიხედვით.
არგენტინელი კიდევ ერთი რეკორდისკენ გარბის.
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლა ლიგის მორიგ ტურში „ვილიარეალს“ გაუტანა (2:0).
ეს არგენტინელისთვის 525-ე გოლია ესპანურ კლუბში და ამით გერმანელ გერდ მიულერს გაუთანაბრდა, რომელმაც ამდენივე გაიტანა ‘ბაიერნის“ მაისურით.
ლეო და გერდი მესამე ადგილს იკავებენ. მეორეზეა „სლავიას“ ფეხბურთელი იოზეფ ბიცანი 534 გოლით. ამას მესი წელსვე გადაასწრებს. და რჩება პელე, რომელმაც „სანტოსის“ რიგებში 643 გოლი აქვს გატანილი.
მესის კონტრაქტის მიხედვით „ბარსაში“ კიდევ 3.5 წელი დარჩა.
It's an honour for Leo #Messi to equal Gerd Muller's 525 goals with @FCBayern making him top scorer with one club in Europe's major leagues pic.twitter.com/AXyIEgaff8
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 11, 2017