LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა, აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა – მსჯავრებულის დედა

2138
ნინო ქვრივიშვილი - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის დედა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედის, ნინო ქვრივიშვილის განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა და თავს მკვლელის დედად არ მიიჩნევს.

მსჯავრდებულების პროცესის დაწყებამდე მან  ფეხბურთელ საქმის პროკურორებს მიმართა და სთხოვა, შაქარაშვილის დედისთვის აეხსნათ, რომ ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.

“ბავშვთან ჩახუტების უფლება მომეცით, ისედაც მოგეკითხებათ ამათი ცოდვა, ბავშვები გაწირეთ სამუდამოდ, თქვენ სახელზე სანთელი უნდა დავანთო, რომ ამოწყდეთ. რა დამაწყნარებს, უდანაშაულო ბავშვი დამიკავეთ. გაქცევაზე მიუსაჯეთ, რომ გაიქცა, მკვლელობაზე როგორ უსჯით? მართლა მკვლელებად უნდა აქციოთ? 12 წელში ჩემ შვილს ცოცხალი აღარ დავხვდები, რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, ბარემ მომკალით! სიმართლე არ გაინტერესებთ.

აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა. როგორც „შეკერეთ“, ისე გახსენით ეს საქმე და შვილი გამითავისუფლეთ. ხალხი „აგვიბუნტეს“ რომ მკვლელი შვილები გვყავს! ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს? წყლის მომტანი არ მყავს. საერთოდ არ ვთვლი თავს მკვლელის დედად”,- განაცხადა მსჯავრდებულის დედამ, ნინო ქვრივიშვილმა.

შაქარაშვილის საქმის განაჩენი – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები