LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს: გია ვოლსკი

45
გია ვოლსკი

“ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას.” – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და აღნიშნავს, რომ საჭიროა უფრო მეტი კონსულტაცია ოპოზიციასთან, რათა მხარეები ულტიმატუმის ენას გაცდნენ.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტაა დაინტერესებული – საქართველომ სტაბილურობას მიაღწიოს:

“მეტი კონსულტაციები საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ. არა მხოლოდ ევროკავშირია დაინტერესებული თავისი ასოცირებული წევრის პრობლემის მოგვარებაში, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა შედგეს. დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეთ, სადაც სტაბილურობა არის გარანტირებული.”- ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში “მუშტების ქნევა არასწორია” და ამ ეტაპზე, “მაგიდის აყირავება და დესტრუქცია” მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შეკრებილ კლასტერს აინტერესებს:

“მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია. შეიძლება ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ამასთან დაკავშირებით ასეთი. პროპაგანდისტურად შეიძლება უკეთესი იყოს იძახო, “მაგიდის აყირავება, გადმოყირავება, დესტრუქცია“, მაგრამ ეს არის ის, რაც აინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შეკრებილ კლასტერს. ეს იყო და გავიარეთ, ამ თემაზე ვისაუბრეთ, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ. რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, ეს ეხება ჩვენს მომავალ თაობას, საქართველოს მომავალს. აქედან გამომდინარეობს ის პასუხისმგებლობა, რაც გამოხატეს გინდა კობახიძემ, გინდა თალაკვაძემ.” – თქვა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები