LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეიძინეს და როგორია შაურმით მოწამლული 9 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

315
77.8

ბოჭორიშვილი კლინიკაში კვებითი ონტოქსიკაციით 9 პირი გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა.

როგორც „ფორტუნას“კლინიკაში განუცხადეს, პაციენტებს მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.

ამ დროისთვის სტაციონარში მხოლოდ ორი მათგანია დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანმა შაურმა სამტრედიის ქუჩაზე შეიძინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი სამტრედიის ქ.9-ში მდებარებე საშაურმე „რეტროში“ შემოწმებას ახორციელებს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ფარგლებში დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები