LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხარია, რომ უსაფრთხო ვიქნები – კოვიდვაქცინით დამწვრობის ცენტრის დირექტორიც აიცრა

210
qashiba

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დილიდან დაიწყო.

პროტოკოლის მიხედვით ქვეყანაში პირველად მედიკოსები იცრებიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძეა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ მედდება მაგალითი უნდა მისცენ სახოგადოებას, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ ვხვდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას.

პირველ რიგში მიხარია, რომ უსაფრთხო ვიქნები ჩემი ოჯახის წევრებისთვის და პაციენტებისთვის და საზოგადოებისთვის და მოუთნმენლად ველოდები იმ დღეს, როცა მთელი ქვეყანა აიცრება, რადგან ვირუსის საწინააღმდეგო სხვა გზა არ არსებობს.

აცრა დამთავრებულად ჩაითვლება მეორე ეპიზოდის შემდეგ ორი თვის განმავლობაში ველოდები განმეორებით აცრას“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა

“თავს ვგრძნობ გადასარევად” – პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდეგ

მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები