63-ე ,,გრემიზე”, ნომინაციაში – Best Pop Duo/Group Performance, ლედი გაგასა და არიანა გრანდეს დუეტმა – Rain on Me გაიმარჯვა. დაჯილდოების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი ქალი არტისტის თანამშრომლობამ, ,,საუკეთესო პოპ დუო/ჯგუფური შესრულებისთვის” ,,ოქროს გრამოფონი” მიიღო. ამასთან, გაგა ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც ამ კატეგორიაში ყველაზე მეტჯერ მოიგო.
ვიდეო: „გრემის“ დაჯილდოება გაიმართა – 2021 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
გამარჯვების აღსანიშნად, არიანამ სოციალურ ქსელში ლედის ხუმრობით მიმართა:
,,დედა მონსტრო, გაიღვიძე!” – დაწერა მან პოსტზე, რომელსაც მოგვიანებით, მძინარე შემსრულებლის ფოტო დაურთო.
საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი ამჟამად იტალიაში, რიდლი სკოტის ბიოგრაფიული თრილერის – House of Gucci გადაღებებზე იმყოფება, რის გამოც ის საღამოს არ ესწრებოდა. დროში სხვაობის გამო, ღონისძიების მიმდინარეობისას, არ არის გამორიცხული ,,ოსკაროსან” მომღერალს მართლაც სძინებოდა.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე არ იმყოფებოდა არც – გრანდე. კატეგორიაში გამარჯვება მან ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის პოსტით გაიგო.
MOTHER MONSTER WAKE UP @ladygaga !!!!!!!!??? pic.twitter.com/PsX6REMa6E
— Ariana Grande (@ArianaGrande) March 14, 2021
— Ariana Grande (@ArianaGrande) March 14, 2021
შეგახსენებთ, რომ Rain on Me ლედი გაგას მეექვსე სტუდიური ალბომის – Chromatica მეორე სინგლია. დისკის რელიზი 2020-ის 29 მაისს შედგა.
ცნობისთვის, ნომინაციაში – Best Pop Duo/Group Performance ლედი გაგასა და არიანა გრანდეს კონკურენციას ,,ბითიესი”,, ჯეი ბალვინის, დუა ლიპას, ბედ ბანისა და ტაინის, ასევე ჯასტინ ბიბერისა და Quavo-ს და ტეილორ სვიფტისა და ბონ ივერის ,,კოლაბები” უწევდნენ.