ყველას მოეთხოვება კულტურა – ყველას. აქ გამონაკლისები არ არსებობს, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა “ფორმულას” ეთერში ფარულ ჩანაწერებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ ხომ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქცევის ასეთ ფორმებს უარი უნდა უთხრას ყველამ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, რა იქნება, ეს ყველაზე ვრცელდება.
1989 წელს დავამთავრე სკოლა, დღემდე, 30 წელზე მეტია რაც ეს პროცესები ხდება, ვფიქრობ რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს”.- აცხადებს მეუფე ზენონი.