ახალი შაბათის შოუ-ს შემოქმედებითი ჯგუფი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც სამწუხარო ინფორმაციის შესახებ იტყობინებიან.
“ახალი შაბათის შოუ-ს შემოქმედებითი ჯგუფი გაცნობებთ რომ დღეს , გადაცემა ეთერში ვერ გავა. მიზეზი, საშინელი ტრაგედიაა, რომელიც ჩვენს მსახიობ და სცენარისტ ირაკლი ბასილაძეს შეემთხვა!მოულოდნელად გარდაიცვალა მისი უსაყვარლესი შვილი! პატარა სანდროსაც, არაერთხელ მიუღია სკეტჩებში მონაწილეობა! მთელი ჩვენი გუნდის სახელით ,კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას!” – ნათქვამია განცხადებაში.