ექიმი ანესთეიზოლოგი-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინის გარშემო არსებულ კითხვებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პასუხობს და აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე რისკები!”.
“რადგან ინტერესი ძალიან დიდია, გადავწყვიტე,მაქსიმალურად დეტალურად მიმომეხილა ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის მოქმედების მექანიზმის, ასევე ვაქცინის სარგებლიანობისა და გართულებების შესახებ დღეისთვის არსებული ინფორმაცია. მაშ ასე,
რას წარმოადგენს ის და როგორ მუშაობს?!
აღნიშნული ვაქცინა შექმნილია ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ. კონკრეტულად ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, კორეაშია წარმოებული.
როგორც ვიცით, მოქმედების მექანიზმის მიხედვით, მეცნიერებას დღეს სხვადასხვა ტიპის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები აქვს ხელთ. ასტრაზენეკას მიერ მოწოდებული ვაქცინა ვექტორული ტიპისაა- გულისხმობს იმას, რომ მეცნიერებმა კორონავირუსის გენის – ე.წ. წვეტის ცილის (spike protein) გენი მიაბეს ვექტორს (გადამტანს) – ამ შემთხვევაში რეკომბინანტულ ადენოვირუსთან.
ადენოვირუსები ფართოდ გავრცელებული ვირუსებია და ისინი ძალიან ხშირად იწვევენ ე.წ გაციებას. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ძალიან კარგად იცნობს ამ ვირუსს და შესაბამისი იმუნიტეტიც აქვს მის საწინააღმდეგოდ, ოქსფორდ-ასტრაზენეკამ გამოიყენა შიმპანზეს ადენოვირუსის მოდიფიცირებული ვერსია, რომელსაც ChAdOx1 ჰქვია.
მას ამ შემთხვევაში აკისრია გადამზიდის როლი, აქვს უნარი, შევიდეს უჯრედებში, მიიტანოს იქ წვეტის ცილა და გამრავლდეს მის შიგნით. რის შემდეგაც იმუნური სისტემა იწყებს ლიმფოციტებისა და ანტისხეულების გამომუშავებას.
"თუ გვინდა, რომ ტურისტები ისევ მივიღოთ, ბიზნესები ისევ ამუშავდეს, დასაქმება გაიზარდოს, საგარეო ვალი შემცირდეს, ანუ ჩვენი ეკონომიკა აღდგეს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ" - კობა გვენეტაძე
"სხვანაირად ეკონომიკა გაჯანსაღებას ვერ დაიწყებს".
რით განსხვავდება ვაქცინა რნმ ვაქცინებისგან?
აღნიშნული ვაქცინა არის უფრო მედეგი ვიდრე mRNA ვაქცინები, რაც გულისხმობს იმას რომ დნმ არ არის იმდენად მყიფე და არამყარი, როგორც რნმ, გარდა ამისა , ცილა, რომელიც გარს აკრავს ამ, გენეტიკურ ინფორმაციას დამცველობით როლს ასრულებს. ეს ყოველივე კი განაპირობებს იმას, რომ ოქსფორდის ვაქცინას არ ესაჭიროება მინუს ტემპერატურა და ვაქცინის ეფექტურობა ნარჩუნდება 2–8°Cზე.
რა გზას გადის ვაქცინა ინექციის შემდგომ?
მას მერე რაც მოხდება ვაქცინის ადმინისტრირება მკლავის არეში, ადენოვირუსი მოეჭიდება უჯრედს, რომელიც შთანთქავს მას ბუშტში და შეიტანს შიგნით. შიდა სივრცეში მოხვედრის შემდგომ კი გამოდის ბუშტიდან და მიდის ბირთვისკენ, იქ სადაც ინახება ბირთვის დნმ. სადაც , უხეშად რომ ვთქვათ ადენოვირუსი ‘შეაგდებს‘ თავის დნმ-ს. ადენოვირუსს თავად არ ძალუძს ასლების შექმნა, მაგრამ მასპინძელ უჯრედს შეუძლია კორონავირუსის სპაიკ ცილის გენის წაკითხვა , რის შემდეგაც ხდება ინფორმაციის კოპირება ე.წ მესენჯერ რნმ-ზე(mRNA).
მრნმ ტოვებს ბირთვს და უჯრედის მოლეკულებს შეუძლიათ წაიკითხონ მისი თანმიმდევრობა, რის შემდეგაც იწყება სპაიკ ცილების აწყობა(წარმოება). უჯრედის მიერ წარმოებული ცილები იწყებენ მიგრაციას უჯრედის ზედაპირისკენ, რის შემდეგაც მათი ნაწილი მიეწებება ერთმანეთს , ნაწილი კი დაიშლება ფრაგმენტებად, რომლებსაც უჯერდი განათავსებს თავის ზედაპირზე. რის შემდეგაც, ზედაპირზე წარმოდგენილია როგორც სპაიკ ცილები, ასევე სპაიკ ცილის ფრაგმენტები, რომელთა ამოცნობაც შეუძლია მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
ადენოვირუსი ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას უჯრედის განგაშის სისტემაზე გადართვით- უჯრედები გამაფრთხილებელ სიგნალებს გზავნიან ახლომდებარე იმუნური უჯრედების გასააქტიურებლად. ამ სიგნალით ოქსფორდ- ასტრაზენეკას ვაქცინა იწვევს იმუნური სისტემის ძლიერ რეაგირებას სპაიკ ცილების საწინააღმდეგოდ.
როდესაც ვაქცინირებული უჯრედი მოკვდება, ნარჩენები, რომლებიც შეიცვას სპაიკ ცილებს და მის ფრაგმენტებს, შთაინთქმება იმუნური უჯრედების სხვა ტიპის მიერ, რომლებსაც ანტიგენის წარმდგენი უჯრედები ეწოდებათ.
აღნიშნული უჯრედები სპაიკ ცილებს წარადგენენ თავიანთ ზედაპირზე, რა დროსაც ე. წ დამხმარე T უჯრედები შეამჩნევენ ამ ფრაგმენტებს და ისინიც თავის მხრივ წამოიწყებენ განგაშს, რათა დახემარონ დანარჩენ იმუნურ უჯრედებს ინფეციასთან ბრძოლაში.
ანტისხეულების წარმოქმნა :
იმუნური უჯრედები, რომლებსაც B უჯრედები ეწოდებათ გაილაშქრებენ ვაქცინირებული უჯრედების ზედაპირზე წარმოდგენილი კორონავირუსის სპაიკ ცილების ან თავისუფლად მყოფი სპაიკ ცილების ფრაგმენტების წინააღმდეგ. მათ აქვთ უნარი ჩაეჭიდონ სპაიკ ცილებს. თუ კი ეს უჯრედები გააქტიურდებიან დამხმარე T უჯრედების მიერ, ისინი იწყებენ გამრავლებას და ანტისხეულების წარმოებას სამიზნე, სპაიკ ცილების საწინააღმდეგოდ.
ვირუსის შეჩერება:
ანტისხეულებს შეუძლიათ ჩაეჭიდონ და „ჩაკეტონ“ კორონავირუსის სპაიკ ცილები, რაც გამოიწვევს ვირუსის დესტრუქციის კასკადს და მოახდენს ინფექციის განვითარების პრევენციას, სპაიკ ცილებისთვის უჯრედებთან დაკავშირების შესაძლებლობის ხელის შეშლით.
ინფიცირებული უჯრედების დახოცვა:
ანტიგენის წარმდგენი უჯრედები, ააქტიურებენ მკვლელ უჯრედებს , იმისათვის რომ მათ მოძებნონ და დაშალონ ყველა კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედი, რომელიც თავის ზედაპირზე წარადგენს სპაიკ ცილების ფრაგმენტებს.
ვირუსის დამახსოვრება:
ოქსფორდ-ასტაზენეკას საშუალებით, სრულყოფილი ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, დღევანდელი მონაცემებით(არსებულ კვლევებზე დაყრდნობით) მეტი ეფექტურობისთვის 10-12 კვირის ინტერვალით(დასაწყისში ინტერვალი 4 კვირიანი იყო).
რაც შეეხება იმუნიტეტის ხანგრძლივობას, დაზუსტებით თქმა თუ რამდენ ხანს ნარჩუნდება, ანტისხეულებისა და T მკვლელი უჯრედების სახით ძალიან რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მექანიზმი ასევე ააქტიურებს იმუნურის სისტემის მეხსიერების B და T უჯრედებს, თეორიულად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ადამინის ორგანიზმმა შესაძებელია წლებისა და ათწლეულების მანძილზეც კი შეინახოს.
გვერდითი ეფექტები და ამბავი თრომბოემბოლიაზე:
ამ ეტაპისთვის შედარებით ხშირი გვერდითი ეფექტები იყო მსუბუქი ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების/სახსრების ტკივილი, ინექციის შემდგომი შესიება, გულისრევა, საერთო სისუსტე. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერი აცრის დროს და როგორც წესი 1-2 დღეში გაივლის.
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინის ან პრეპარატის მიღებისას, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია განვითარდეს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ალერგიული რეაქცია და მის სამართავად მობილიზებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურები(ისევე როგორც სხვა დროს)
რაც შეეხება თრომბოემბოლიას, როგორც ვიცით, რამოდენიმე ქვეყანამ აიღო 14 დღიანი პაუზა. ამავდროულად, უკვე გუშინ – 12.03.2021 ჯანმომ და ევროპის წამლების სააგენტომ განაცხადა რომ განვითარებული თრომბოემბოლიის შემთხვევები არ იყო კავშირში ვაქცინაციასთან. გერმანიამ აღადგინა კიდეც აღნიშნული ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი.
მეორეს მხრივ, თავადაც შეგვიძლია გარკვეული ნიუანსები ციფრებში შევაფასოთ, როგორც ვიცით, თრომბოლებოლიის შემთხვევბის რაოდენობამ 30 შეადგინა, 5 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე.
“შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება” – ეკატერინე ტიკარაძე
“ყველა აცრილ ადამიანს იმუნიზაციის ორენოვანი ცნობა გადაეცემა” – ამირან გამყრელიძე
აქვე გადავხედოთ სტატისტიკას:
ზოგადი სიხშირე მაგ. ფილტვის თრომბოემბოლიის ქალი/ კაცი – 56/48 ყოველ 100.000 მოსახლეზე. სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, მაგალითად >500/100.000 75 წლის ზევით ქალებში. (წყარო UpToDate).
ევროპაში, ფილტვის თომბოემბოლიის სიხშირე (ღრმა ვენების თრომბოზთან და მის გარეშე), ან მხოლოდ ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის თრომბოემბოლიის გარეშე მერყეობს 29-78 და 45-117 / 100.000 მოსახლეზე,შესაბამისას .(წყარო NCBI)
აშშ – ვენური თრომბოემბოლიის 100 შემთხვევა 100.000 ადამიანზე ყოველწლიურად, რასაც ასევწ ახასიათებს ექსპონენციურო ზრდა >80 გადაცილებულ ადამიანებში >500/100.000 (წყარო AHA) .
აქედან გამომდინარე, 30 შემთხვევა 5 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანში, პირადად ჩემთვის არ არის საგანგაშო. იმ ფონზე, როდესაც ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, ნებისმიერი დაავადება, მისი გართულება, მათ შორის სიკვდილიც შესაძებელია ასოცირებული იყოს ვაქცინაციასთან. რათქმაუნდა, თითოეული შემთხვევა უნდა იქნას შესწავლილი ინდივიდუალურად და შედეგები გახდეს საჯარო.
ასევე, თითოეულ ადამიანს, დეტალურად მიეწოდოს ინფორმაცია ვაქცინის ტიპებზე გვერდით ეფექტებსა თუ გართულებებზე და მიეცეს საშუალება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
საბოლოოდ კი, იმ ფონზე, როდესაც დღეისთვის უკვე ადმინისტრირებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 345 მილიონი დოზა, მსოფლიოს 121 ქვეყანაში, დასკვნის სახით ამ ეტაპისთვის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე რისკები!
გისურვებთ ჯანმრთელობას და გილოცავთ, პანდემიის დასასრულის დასაწყისს
მეცნიერება აუცილებლად გაიმარჯვებს!”- წერს ანი ქავთარაძე.