LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეპირად ვიცი, მაგ ბავშვს რასაც დააბრალებენ – ბაჩალიაშვილის ადვოკატი მარი შარაშიძისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება

696
მარიამ შარაშიძე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალი წაუყენეს. საუბარია  მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა  მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა ე.წ. „სქრინშოტები“, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას.

აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, კერძოდ, მ.შ.-ს სარგებლობაში არსებული სოციალური ქსელის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ  მ.შ.-მ 2021 წლის 2 იანვარს, მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო. აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შედეგადაც დაამზადა facebook-ის messenger-ით განხორციელებული  კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც  ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა.

„ფორტუნა“ საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე სასაუბროდ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა. 

„ყველაფერს აკეთებენ, რომ  საქმეს ჩამოგვაშორონ მე და თეონა თამაზაშვილი, იმისთვის, რომ საქმე სტრასბურგში არ წავიდეს.

მარიამ შარაშიძის გამოჩენა საქმეში ემსახურებოდა იმას, რომ მერე ჩვენზე ჰქონოდათ პრეტენზია. როგორც დავით  ფურცხვანიძე რომ დააკავეს და ჩვენ გვეუბნებოდნენ ხელი დაადეო, ახლა გვეტყვიან, რომ მიხეილ რამიშვილმა და თეონა თამაზაშვილმა დაგვავალეს, რომ ეს ფალსიფიკაცია გაგეკეთებინაო. ზეპირად ვიცი, მაგ ბავშვს რასაც დააბრალებენ“, – ამბობს ადვოკატი ჩვენთან საუბარში.

რამიშვილის თქმით,  მარიამ შარაშიძე პროკურატურაში დასაკითხად თავად მიიყვანა.

„მე ჩამოვიყვანე და მე მივუყვანე დასაკითხად. მაგათ უნდოდათ, რომ მისი ადვოკატი ვყოფილიყავი, მაგრამ  უარი ვთქვი. ძალიან ბევრი რამაა საეჭვო, რასაც პროკურატურა აკეთებს.

ძალიან მალე ნახავს საზოგადოება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს. ამ გოგოს მკვლელობაში გზა სად მიდის ყველა დარწმუნდება. მისი საქმე არ წყდება დაბალ დონეზე და სახელმწიფოს საზღვრებსაც კი  სცდება“. –  აცხადებს რამიშვილი.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისთვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია.

„დამნაშავე ვინაა, მარტო მე არა, იმ ხალხმაც იცის, ვინც უნდა იცოდეს. რასაკვირველლია, მარტო ოჯახს არ ვგულისხმობ.

ყველაფერი, ადრე თუ გვიან  სულ რომ ფეხებით ჩამომკიდონ და გამატყავონ, (როგორც მაგათ სჩვევიათ) აუცილებლად ცხადი გახდება. თუმცა თმის ღერიც რომ ჩამომივარდეს, სულ სხვანაირ კნოპკას დააჭერენ ხელს და ყველაფერს გაასაჯაროვებენ. მე მაინც სამართლიან ფორმატში ვმოქმედებ“. – აცხადებს ადვოკატი ჩვენთან საუბარში.

ცნობისთვის, მარი შარაშიძეს  წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.

ამავე თემაზე:

ბაჩალიაშვილის ცხედარს ინექციის კვალი არ აღენიშნება: პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს

რამიშვილის წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის ყალბი: ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება – პროკურატურა

მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის შეწყვეტას ასაჩივრებს

ამ დღეს ყოველთვის შენ მილოცავდი, დღეს მე ამოვალ შენს საფლავზე იებით ხელში… რატომ დავიმსახურე ასეთი ჯოჯოხეთი: ბაჩალიაშვილის დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები