“ჩემი პირადი როლია დავეხმაროთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ქვეყანაში ამჟამად წარიმართება. ეს ეხება ყველა პოლიტიკური დიალოგის მონაწილეს, რათა მათ შეეძლონ პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში,” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ამ პროცესს აგრძელებს ისე, როგორც აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი უწევდნენ.
“ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანაზე დიდი ყურადღება აქვს გამახვილებული. რაც აქ ხდება, ეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია,” – დასძინა დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული.
“ჩვენ გვჯერა, რომ ახლა დროა – ყველა დაინტერესებულმა პოლიტიკურმა ძალამ ჩიხიდან გამოსავალი, კომპრომისის სახით იპოვონ. ჩემი, ბატონი ჰარცელისა და ელჩ დეგნანის როლია, ამ პროცესს დავეხმაროთ. ეს არის პოლიტიკური პარტიების საქმე, რათა ამ სიტუაციას, გამოსავლის ძიებას გაუმკლავდნენ. ეს არის ხედვა, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ,” – აღნიშნა მან.
დანიელსონის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში, მხარეებმა ძალიან ნაყოფიერად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ამ პროცესმა შედეგი გამოიღოს.
“ჩემთვის მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ – მოსმენაა. დღეს უკვე პრემიერსა და პრეზიდენტს შევხვდი, დღის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდებით, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, შემდეგ ვნახავთ, როგორ შეიძლება პროცესს ხელი შევიწყოთ,” – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენლმა კრისტიან დანიელსონმა