LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls – Royce მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტროთვითმფრინავის დასატესტად ემზადება

52
rolsrcari

კომპანია rolls-Royce–მა შექმნა ერთძრავიანი თვითმფრინავი, რომელიც მხოლოდ ელექტრონული აგრეგატითაა დაკომპლექტებული. ხომალდის ავტორებს სისწრაფის რეკორდის დამყარებაზე აქვთ პრეტენზია და სჯერათ, რომ გინესის წიგნშიც აუცილებლად მოხვდებიან.

ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად კონცეფცია ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა. ტრანსპორტს საათში 338 კილომეტრის განვითარება შეუძლია, რაც მართლაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ბრენდმა ხომალდზე მუშაობა ახალი პროექტის ფარგლებში დაიწყო, პროექტი კი ავიალაინერების ელექტრონულ აგრეგატზე გადაყვანას გულისხმობს. ელექტრონულმა თვითმფრინავმა საბოლოო ჯამში 482 კმ/სთ–ის განვითარება უნდა შეძლოს და მისი პირველი სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში გაიმართება.

Rolls-Royce–ის სპეციალისტებს სჯერათ, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დამსახურებით უახლოეს მომავალში მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდება.

აეროტაქსი საქალაქო ტრანსპორტის მომავალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები