LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობაა, წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე, ვინმე სადმე შეიჭრას: უმრავლესობის შეფასებები

68
FORTUNA.GE- (3)

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ფარული აუდიოჩანაწერების გასვლიდან 6 დღის შემდეგ, სასამრთლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. მედიასაშუალებას კი გაედასცა განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

მოვლენებს აფასებენ მმართველი პარტიის წევრები და აცხადებენ, რომ “ტვ პირველში” შეჭრა ვერ წარმოუდგენიათ:

“ჩემთვის, პირადად, წარმოუდგენელიც არის რაღაც ნივთის ამოღებაზე, ვინმე სადმე შეიჭრას. აქ არ იქნება, რა თქმა უნდა, შეჭრაზე ან რამე მსგავს საკითხზე საუბარი, ვერც კი წარმოგვიდგენია ეს. აქ არის საუბარი თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოებსა და ყველა დანარჩენ პირს, მათ შორის, ტელევიზიებს შორის. სწორედ ამ ტელევიზიაზე გავიდა ეს სიუჟეტი და პირველ რიგში, ეს ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული, რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა, როდესაც საზოგადოებას აცნობს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ცრუ ინფორმაციას, მაგრამ იმისათვის, რომ იყოს ეს დადასტურებული, ამისთვის ტარდება სწორედ გამოძიება.” – ამის შესახებ ტვ პირველთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

შესაძლოა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება - "ტვ პირველის" ადვოკატი

“ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე".

ინფორმაციას ტელეკომპანიაში შესაძლო შეჭრაზე, სიცრუეს უწოდებს ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარიც:

“არანაირ შეჭრაზე საუბარი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა. ოპოზიცია ახლა ეცდება გამოაგოროს რაღაც ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას.

ძალიან არ მინდა, რომ ახლა ეს აწეული ხმაური გამოდგეს ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას. იმედია, ასე არ არის. რაც შეეხება ძალით შეჭრას, ბუნებრივია, ეს არ იგულისხმება. რაც შეეხება გამოძიებას, კარგი იქნება თანამშრომლობა, გამოძიება ფაქტების და მასალების გარეშე არ არსებობს”.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე კი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების პრეროგატივაში შეჭრა არ არის დეპუტატის საქმე:

“არც სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა, არც ჟურნალისტების საქმიანობაში შეჭრა. შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. თავისი პროცესები და პროცედურები აქვს და ამით იმოქმედებენ, ალბათ. არ ვარ იურისტი და ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ”.- ამბობს სამხარაძე

დილიდან ტელეკომპანიის წარმომადგენლები მოსალოდნელ შტურმზე საუბრობენ, პარალელურად პროკურატურა აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მიერ დღეს გაჟღერებული პოზიცია, თითქოს საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, წარმოადგენს სასამართლო განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას და რომ ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე.

მოვლენების მიმდინარეობის პარალელურად, “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გაიმართა, აქტივისტებმა “ტვ პირველის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქციაზე სამართალდამცველებმა 4 პირიც დააკავეს.

ამავე თემაზე, ვრცლად იხილავთ აქ:

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“

არ შევეგუებით! მხარდაჭერა იმ ჟურნალისტებს, ვინც პირადი რისკის ფასად დაუპირისპირდა სისტემას – ხოშტარია

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს: უგულავა ტვ პირველსა და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა

“ოცნება” მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს – იოსელიანი