LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი რა არის სრულყოფილება,“ – ზვიად ციკოლიას ახალმა ნამუშევარმა მომხმარებელი აღაფრთოვანა

1500
ipiccy-image

წითელზე შევითხლიშე ოფიციალურად; სტილი, გემოვნება და სილამაზე ერთად; აი რა არის სრულყოფილება; ულამაზესი და როგორც ყოველთვის გამორჩეული; ეხლა ხომ სასწაულია და ოქროსფერშიც რაღაც მხეცობა იქნება; უნამუსოდ მაგარი ხარ! – ეს იმ გამოხმაურებების მცირე ნაწილია, რომელიც ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას ახალ ნამუშევრებს მოჰყვა.

„ესეც 40მმ მშვენიერ სქესს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ციკოლიამ და საზოგადოებს სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი კიდევ ერთი ახალი მოდელის საათის ფოტო წარუდგინა. როგორც უკვე გითხარით, საათს მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ფასი 1597 ლარიდან 1827 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია საკუთარი წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს. მისი თქმით, ეს ყველა პროცედურის, მათ შორის, ხარისხის კონტროლის საშუალებასაც მისცემს და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკასაც სასიკეთოდ წაადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები