LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტების ვარაუდით, ზამთარში საქართველოს უმეტეს რეგიონებში ყინვა არ არის მოსალოდნელი

97

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ ნახევარში ნორმაზე ერთი გრადუსით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში -5.5 გრადუსს შეადგენს.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კლიმატური პროგნოზის (SEECOF-18) და ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პროგნოზის (MedCOF) ფორუმებზე მონაწილე ევროპელი ექსპერტების დასკვნით, 2017-2018 წლების ზამთრის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ამის გამო, საკმაოდ მაღალი ალბათობით, 80%-ითაა ნავარაუდევი, რომ აღნიშნულ რეგიონებში ზამთრის პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები