LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი და ერდოღანი ატომური ელექტროსადგურის მესამე ბლოკს აშენებენ

76
putini

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ატომური ელექტროსადგურის „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

საზეიმო ცერემონია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, სადაც პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

ენერგობლოკი თურქეთის მერსინის პროვინციაში აშენდება. მას რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ააშენებს.

რუსეთის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსი და თურქი სპეციალისტების კოორდინირებული ძალისხმევით ელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველყოფა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად ხდება.

„დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა პუტინმა ერდოღანის მხრიდან შეხვედრის თაობაზე გამოთქმული სურვილის საპასუხოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები