LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერის სასამართლომ ღია სივრცეში პირბადის არტარების გამო გამოწერილი ჯარიმა გააუქმა

102
whatsapp-image-2020-12-07-at-10.52.30-5fd5c0508e15f-2021-01-24-07-51-54-473730

საჩხერის სასამართლომ დააკმაყოფილა ერთ-ერთი მოქალაქის საჩივარი ღია სივრცეში პირბადის არტარების გამო გამოწერილი ჯარიმის გასაუქმებლად. ინფორმაციას Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება ავრცელებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე კახა ყიფიანმა დღეს, 10 მარტს გამოაცხადა.

“სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ 18 თებერვლამდე, ვიდრე პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანდა, თვეების განმავლობაში პოლიცია უკანონოდ აჯარიმებდა მოქალაქეებს.

შესაბამისად, 18 თებერვლამდე დაწერილი ყველა ჯარიმა ავტომატურად გასაუქმებელია!”- წერს გირჩი- მეტი თავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვლამდე საქართველს კანონმდებლობაში არ იყო ნორმა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარება ევალებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დავალებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჯარიმას მაინც წერდნენ.

ამ თვალსაზრისით საჩხერის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთგვარად პრეცედენტული ხასიათისაა.

ცნობისთვის, 2020 წლის 12 ივნისიდან პირბადის ტარების წესის დაღვევა რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები