LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

195
fortuna.ge (12)

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან “მოძრაობა საქართველოსთვის”4 პირი და სხვა 2 აქტივისტი.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული არიან: ნიკა  არსია, კახა კვეკვესკვირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად, გზის სავალ ნაწილზე დასხდომას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამასთანავე, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა.

აქტივისტების თქმით, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადანაცვლებას გეგმავენ, სადაც სავარაუდოდ დაკავებულები გადაიყვანეს.

 

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქციას “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და “მოძრაობა საქართველოს” წარმომადგენლები მართავენ.

ისინი „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოძება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო.