LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ალავიძის სიყვარულის ახსნა ზაზა ფაჩულიას – „თითოეული დღის გათენება მიხარია…“

253

ქართულმა „ოქეიმ“ კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად გადაიღო და ჩაწერა მისი მეუღლე, თიკა ალავიძე-ფაჩულია. ოჯახის ახალმა წევრმა, ნუცამ, რომელიც წყვილს ახალახან შეეძინა და ზაზასა და თიკას მეოთხე შვილია, გარეკანზე თავისი გამორჩეული ადგილი დაიკავა.

ზაზა და თიკა უკვე ათი წელია, დაქორწინებულები არიან. წყვილი ბავშვებთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. თიკასთვის აქტიური სპორტსმენის გვერდით ცხოვრება საინტერესო გამოწვევაა…

4 შვილი და ზაზას ასეთი დატვირთული გრაფიკი… როგორია თქვენი ერთი დღე?

თიკა:

ალბათ, ძალიან დატვირთული. აქაურ მანძილებს თუ არ ჩავთვლით, მე მთელი დღეს საჭესთან მიწევს ყოფნა. მეც და ზაზასაც უზომოდ გვიყვარს, როდესაც ბოლომდე ვართ ჩართულები ბავშვების განათლებასა თუ სკოლის გარე აქტივობებში. ასევე, თუ თამაშია, აუცილებლად ზაზაზე ვარ დამოკიდებული. მას ძალიან უყვარს დისციპლლინა – საათობრივი კვება, ვარჯიში, დისციპლინა, ძილი… სხვაგვარად, ამ სფეროში ვერაფერს მიაღწევდა. უკვე ისე გავითავისე მისი განრიგი, რომ თუ მეტყვით საათს, გეტყვით, იმ მომენტში რას აკეთებს. ბევრს, ალბათ, ჰგონია, რომ მოსაბეზრებელია ასე ცხოვრება, მაგრამ მე ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს. წელს, როდესაც ჩემპიონი გახდა და მოედანზე მისალოცად მივედი, ხმა ვერ ამოვიღე, ისე ვტიროდი… მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს შვილებს კალათბურთი ძალიან უყვართ. ბიჭები ძალზე მონდომებულები არიან, მაგრამ მე და ზაზა არ ვაძალებთ – თვითობნ გადაწყვიტონ. განათლება მართლაც ბევრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ გადმოსახედიდან, მამის კვალს სურთ გაჰყვნენ და ეს, ჯერჯერობით, კარგად გამოსდით. თან, საოცარ გარემოში იზრდებიან – გაუმართლათ, რომ ყოველდღე უყურებენ უდიდეს სპორტსმენებს და ეძლევათ საშუალება, ბევრი რამ ისწავლონ მათგან. როცა სკოლაში არ არის, ზაზას ყოველთვის მიჰყავს თან და ამუშავებს – ბიჭებს ევალებათ მოედანზე ყოფნა, წყლის, ბურთის, პირსახოცის მიწოდება. ამისთვის ზაზას მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის უზომოდ მადლობელი ვარ. იგი საოცრად აფასებს ოჯახს და ოჯახურ ურთიერთობას. მარიამმაც გვთხოვა კალათბურთის თამაში, მაგრამ ჩვენ თავი შევიკავეთ – ამჟამად ჩოგბურთით და დრამის წრით შემოიფარგლება.

კითხვაზე, ვინ არის მისთვის მეუღლე, თიკა პასუხობს:

ძალიან რთულია ერთ წინადადებაში, ისე, რომ ბანალურად არ ჟღერდეს, ჩამოვაყალიბო, ვინ არის ზაზა ჩემთვის, მაგრამ შევეცდები ვუპასუხო. როდესაც 10 წლის განმავლობაში გიხარია თითოეული დღის გათენება, ხოლო მის ყოველ ჩამოსვლას ისევ ისე ელოდები, როგორც პირველად; როდესაც არ გინელდება გრძნობა, პირიქით – გგონია, რომ დღეს უფრო გიყვარს, ვიდრე გუშინ; როდესაც ფიქრობ – აქამდე როგორ ცხოვრობდი მის გარეშე და ყოველი დღის მადლობელი ხარ, ეს არის ზაზა ჩემთვის. ასევე ძალიან მეამაყება თავისი მიღწევებით და იმით, რომ არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით, არამედ მუდამ ცდილობს, განვითარდეს სხვადასხვა კუთხით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები