გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სამართალი აღსრულდა”.- წერს ანი შაქარაშვილი.
პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ 16-წლიანი სასჯელი არასაკმარისია.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
რაც შეეხება, 2 არასრულწლოვანს – ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, სასამართლომ ისინიც დამნაშავედ სცნო. მათი სასჯელის ზომა 16 მარტს გამოცხადდება.
საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენი უკანონოა და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან.
ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.
ამავე თემაზე: