LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მაჩაიძის პირველი დაბადების დღე ქალიშვილთან ერთად – „ცხოვრების მეტად მადლიერი ვერ ვიქნები…“

534
ninomachaidze38

მსოფლიოში სახელგანთქმულ სოპრანოს, ნინო მაჩაიძეს 8 მარტს დაბადების დღე ჰქონდა. ნინოს ახლახან გოგონა შეეძინა და დაბადების დღის ფოტო სწორედ მასთან ერთად გამოაქვეყნა.

ნინომ დაწერა:

„ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ელენასთან ერთად ჩემს პირველ დაბადების დღეს აღვნიშნავ. ცხოვრების მიმართ უფრო მეტად მადლიერი ვერ ვიქნებოდი ამ ძვირფასი საჩუქრისთვის. საკუთარ თავს დაბადების დღეს ვულოცავ, ხოლო ქალბატონებს ქალების საერთაშორისო დღეს. მიყვარხართ და მადლობელი ვარ გულით იმ მილიონი შეტყობინებისთვის, რომლებსაც მიგზავნით. რა ლამაზი დღეა…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები