LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხსიერების გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალება წიგნია – გიორგი ღოღობერიძე

3355
gogoberidze3209

კარგი მეხსიერების საიდუმლო არც ძვირადღირებულ მედიკამენტებშია და არც სამედიცინო პროცედურებში – საუკეთესო საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად წიგნის კითხვაა. აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქ“- ლაივში Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ონკოლოგმა, ბიოქიმიაფარმაკოლოგიის ლექტორმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა

გიორგი ღოღობერიძე: „ხშირად მეკითხებიან, თუ რა ეხმარება ადამიანს მეხსიერების გაუმჯობესებაში, რა ზრდის მეხსიერებას. ეს საშუალება ნამდვილად არსებობს, ის ყველას ხელთაა და მე არ ვსაუბრობ წამალზე. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალება წიგნია. წიგნის კითხვა მეხსიერებას ზრდის და ალცჰაიმერის დაავადების რისკს საგრძნობლად ამცირებს. საკმარისია თქვენთვის საინტერესო წიგნის კითხვა დაიწყოთ და უკვე სულ რაღაც 6 წუთში საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, 68%-ით შემცირდება სტრესის რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდება ძილი და მეხსიერება. წიგნის კითხვა ადამიანს უფრო ემპათიურსაც ხდის. დადასტურებული ფაქტია, რომ წიგნის ყოველდღიურად კითხვა ნეირონებს მუდმივად შეკავშირებულებს ამყოფებს. კითხვის დროს ადამიანს მუდმივად უწევს წარმოსახვის უნარის გამოყენება და ამის წყალობით ფიქრი, მსჯელობა. შედეგად, ყველა ნეირონი მუშაობს, ჩართულია ამ პროცესში. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ კუნთების ვარჯიშს. კითხვის წყალობით ტვინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. თუ ადამიანი ყოველდღე კითხულობს, 65 წლის ასაკში და შემდეგ მას ძალიან დაბალი რისკი ექნება ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისა.“