LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ ჩანაწერს, თუ როგორ მოხდა და ვის მიერ განხორციელდა ფაბრიკაცია: ალუდა ღუდუშაური

57
FORTUNA.GE- (1)

“კონკრეტული პარტიული ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ უხეში ფაბრიკაციაა, თუმცა, ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ განცხადება და პოზიცია დააფიქსირონ.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ პროკურატურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს სწავლობს.

ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მისივე განცხადებით, გამოძიება სიუჟეტის დამთავრებისთანავე არ იწყება და საკითხის შესწავლის შემდეგ მოხდება პოზიციის დაფიქსირება, შეიცავს თუ არა სიუჟეტი ისეთ ფაქტებს, რომელიც გამოძიების დაწყებას საჭიროებს:

“პროკურატურას, გამოძიებას უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეისწავლოს და დარწმუნებული ვარ, პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ ჩანაწერს, თუ როგორ მოხდა და ვის მიერ განხორციელდა ფაბრიკაცია, ყველაფერი ეს არის გამოძიების საგანი. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება არ იწყება სიუჟეტის დამთავრებისთანავე. ვფიქრობ, გამოძიება როცა შეისწვალის ამ საკითხს, მოხდება პოზიციის დაფიქსირება, გასულ სიუჟეტში არის თუ არა ისეთი ფაქტები, რომელიც საჭიროებს გამოძიების დაწყებას. საკითხის შესწავლა პროკურატურაში, ჩემი ვარაუდით, ნამდვილად მიმდინარეობს.” – თქვა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, საუბარია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე: ზარქუა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები