LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებების მაგიდა არ უნდა აყირავდეს, კომპრომისს უნდა მივაღწიოთ, დათმობებზე წასვლა მოუწევს ხელისუფლებასაც: პაატა დავითაია

73
FORTUNA.GE- (11)

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პოლიტიკოსების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაიმართოს.

იგივე პოზიცია აქვს პარტია “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარეს. პაატა დავითაია ამბობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს.

დავითაია საუბრობს კომპრომისზე და აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულებული ჯერ კიდევ არ არის:

“მოლაპარაკებების მაგიდა არ უნდა აყირავდეს. კომპრომისს უნდა მივაღწიოთ, ეს კი ორმხრივი მოძრაობაა, დათმობებზე წასვლა მოუწევს ხელისუფლებასაც. შეგახსენებთ, რომ 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ ბოლომდე შესრულებული არ არის.” – აცხადებს დავითაია.

დღეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლიტიკოსებმა იმ მთავარ მოთხოვნებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევენებს უკავშირდება.

ოპოზიციის უმრავლესობა ამბობს, რომ მართალია, უკეთესი იქნებოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან პრემიერის, ღარიბაშვილის ნაცვლად  სხვა პოლიტიკოსი იხილონ, თუმცა “ქართულ ოცნებას” დამატებითი მოთხოვნების წაყენებით, არ მისცემენ საბაბს, დიალოგს საფრთხე შეექმნას.