Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა: პაპუაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა: პაპუაშვილი

52
20201221232149

“ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა”,-ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

მისი თქმით, დასკვნაში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები, რომელიც მისივე განცხადებით წინსწრებით არის ასახული ინიცირებულ კანონპროექტში.

„რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში:

პროექტში უკვე გათვალისწინებულია: ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი); საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვა; საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალულია დაყოვნება და ამომრჩევლების აღრიცხვა. დარღვევისთვის სანქციის დაწესება (2000 ლარი); უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება; საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა; ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანა; საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების და ასევე, უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრება.

დამატებით, ჩვენ ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს; ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10%-ის ავტომატურ გადათვლას, იმის მიუხედავად არსებობს, თუ არა საჩივარი; ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს; ამასთან, როგორც იცით, კანონპროექტი ეუთო/ოდირს დასკვნისთვისაც გაეგზავნება“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩო – დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა ანგარიშის თანახმად, “არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები