დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში “ბრიტანული შტამის” ახალი კლასტერი გამოვლინდეს. მისი თქმით, ქვეყანაში სულ ასეთი სამი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.
ბრიტანული შტამის 3 კლასტერიდან 2 უკვე დახურულია – პაატა იმნაძე პანდემიასთან ბრძოლის ერთ წელს აფასებს
საქართველოში ახალი შტამის გავრცელების რისკი არსებობს – ამირან გამყრელიძე
„ჯერჯერობით ბრიტანული შტამის სამი კლასტერი გვაქვს დადასტურებული, სამივე კლასტერში იყო 31 შემთხვევა, საბედნიეროდ, სამივე კლასტერი უკვე დახურულია. ძირითადად ოჯახური გავრცელება იყო. ორი კლასიკურად ბრიტანული იყო, ერთს ჰქონდა ძირითადი ის მუტაციები, რაც აქვს ბრიტანულ შტამს, მაგრამ კლასიკური ბრიტანული არ იყო. არ ყოფილა სამხრეთ აფრიკული, ასევე ბრაზილიური. ახლაც არის კვლევაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, საჭიროა გენური თანმიმდევრობის დადგენა, რასაც სეკვენსი ჰქვია,” – განაცხადა პაატა იმნაძემ “პირველ არხთან” საუბრისას.
პაატა იმნაძის განცხადებით, „კოვიდ-19“-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე საეჭვო შემთხევევასაც იკვლევენ, საიდანაც ერთის შემთხვევაში შესაძლოა, ეჭვები გამართლდეს. მისივე თქმით, ზუსტი ინფორმაცია კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.