LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შემოსვლას კიდევ ერთი მსხვილი ავიაკომპანია გეგმავს

76

ქუვეითის ყველაზე მსხვილი კერძო ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია, ”ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობასთან გამართეს. ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუ როდიდან განახორციელებს კომპანია ფრენებს საქართველოს მიმართულებით.

ცნობისთვის, ქუვეითური Jazeera Airways 2004 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 17 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და წელიწადში 1.2 მილიონ მგზავრს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები