მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი “ლოუკოსტერი” შეემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს.
შეგახსენებთ, მინისტრმა დღეს თავად „ვიზეარის“ დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაბალბიჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენს. საწყის ეტაპზე, ავიამიმოსვლა ქუთაისიდან 20 მიმართულებით აღდგება.