LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში არის ერთ-ერთი ფუნდამეტური პირობა, რომ მოხდეს დეესკალაცია: არჩილ თალაკვაძე

57
არჩილ თალაკვაძე

“მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, საპარლამენტო პროცესში ოპოზოციის მონაწილეობის მნიშვნელობას. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამეტური პირობა, რომ მოხდეს დეესკალაცია და პროცესები გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში”, – პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დემოკრატია მოითხოვს დიალოგში მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

არჩილ თალაკვაძემ დიალოგის მნიშვნელობაზე დღეს, ბიუროს სხდომაზე, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ დასმული საკითხებიდან სულ მცირე ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარალმენტო პროცესში, სხვანაირად კი, თუ დიალოგის პროცესში შეთანხმება მოხდება, შეუძლებელი იქნება ამ პირობების განხორციელება:

“მინდა, მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში, გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით. ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, რომ ბოიკოტი ეს იყო შეცდომა და ჩვენც ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა ეს არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

მე მინდა, პირდაპირ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2 მოითხოვს მათ ჩართვას საპარალმენტო პროცესში, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იმ პირობების განხორციელება, თუ პირობებზე დიალოგის პროცესში შეთანხმება მოხდება.” – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მხარეებმა ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადადოს და სამართლიან საფუძვლებზე შეთანხმდნენ, თუ როგორ გააგრძელებენ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები