გორში, ერთსართულიანი კაპიტალური ხის გადამამუშავებელი საამქროს შენობის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი 30 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.