LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკეტირება და პროტესტი გაგრძელდება: გიორგი ვაშაძე

112
unnamed

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საპროტესტო რეჟიმში რჩება და დაგეგმილი ღონისძიებები ძალაში რჩება. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ, იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა, განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენ შედეგზე გავიდეთ. ვერ გავაჩერებთ ვერც ერთ შემთხვევაში ამ პროცესს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. შეგახსენებთ, მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები