LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებას იწყებენ

96

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო.

ტურიზმის ეროვნილი ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.

ავსტრიული კომპანია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის კონსულტაციას უწევს სტრატეგიის შემუშავებაში. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით ტარდება. საერთაშორისო კომპანია ENITED-ის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებთან ერთად გამართეს შეხვედრა წევრ კომპანიებთან.

ადმინისტრაციის ცნობით, საქმიანი ტურიზმის სტრატეგია წლის ბოლოს მზად იქნება. ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს დაგეგმილი სამუშაოების შესაფასებლად დეკემბერის მეორე ნახევარში კვლავ ესტუმრება.

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ბაზაზე ფუნქციონირებს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება. დღეს ჩვენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავსტრიელი ექსპერტები შეიმუშავებენ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიას”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მოსამზადებელი სამუშაოებს აფასებს კომპანია ENITED-ის მფლობელი და მმართველი დირექტორი ივო ფრანჩიზი.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ ვიკვლევთ ახალ ტურისტულ მიმართულებას. სამი დღეა ვსწავლობთ თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ვხვდებით კომპანიების წარმომადგენლებს, რომ მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, მათი შენიშვნები. ვეცნობით ინფრასტრუქტურასაც. ჩვენი მიზანია თქვენს ქვეყანაში ხალხი აქტიურად ჩაერთოს საქმიან ტურიზმში და მიიღოს სარგებელი”, – განაცხადა ივო ფრანჩიზიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები