LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელექტრონული Hummer თოვლზე ტრიალებს

52
hummer2025

კონცერნმა GM გამოაქვეყნა მორიგი ვიდეო, სადაც ცოტა ხნის წინ გაცოცხლებული Hummer–ის შესაძლებლობებია ასახული. მოდელი საკმაოდ დიდ თოვლში რგოლებს ხაზავს.

კონცერნმა ელექტრონული Hummer გასული წლის ოქტომბერში წარადგინა, თუმცა სრულყოფილი საბაზრო ვერსია ჯერ ისევ არავის უნახავს. კომპანიამ პირობა დადო რომ ამ საკითხს 2021 წელს აუცილებლად მოაგვარებს, თუმცა მოდელზე მუშაობა ამ დრომდე არ დასრულებულა.

იმისათვის რომ „ჰამერის“ მიმართ ინტერესი არ გაქრეს, General Motors პატარ–პატარა ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე და ყველგანმავალის განსხვავებული შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობს. ამჯერად კომპანიამ გადაიღო რგოლი, სადაც კროსოვერი თოვლში წრეებს ხაზავს.

ვიდეოს კომენტარებში Facebook–ის მომხმარებლებმა დრიფტს მაღალი შეფასება დაუწერეს. რაც შეეხება GM–ს გადაწყვეტილებას, მთლიანად ეკოლოგიურ ძრავზე გადაერთოს და ტრადიციულ აგრეგატზე უარი თქვას – მკაცრი კრიტიკა მოყვა.

შეგახსენებთ, რომ Hummer EV Edition 1 მოძრაობაში სამძრავიან აგრეგატს მოყავს და ძრავს 1014 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0–დან პირველ „ასეულს“ ავტომობილი 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს და სრული დამუხტვით მას 560 კილომეტრის გავლა შეუძლია.

შედარებით იაფფასიანი მოდელი ორი ძრავით, ბაზარზე 2022 წლიდან უნდა გამოვიდეს, საბაზისო ვერსია კი 2024 წლიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები