LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

634
BeFunky-collage (9)

პროტესტის 127-ე დღე – გიგანტური ჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარეობს. პროტესტს ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებთან და რიონის ხეობის მცველებთან ერთად, გარემოს დამცველებიც შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციის გამართვის ადგილის ცვლილება პროვოკაციებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანია „ენკამ” რიონის ხეობა დატოვოს და შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა. მათი თქმით, 576 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანიას 99 წლით გადასცა, სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

ისინი ხელისუფლებას თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

„ლელოს“ ინიციატივით, ჰესების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ

ნამახვანის ჰესის მშენებლობის სამოქალაქო პროტესტს სოლიდარობას უცხადებს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“.

” გაგვიწიოს ხელისუფლებამ ანგარიში და უკან წაიღოს თავისი დადგენილება. დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია. ჩვენ ჩვენს ღირსებას დავიცავთ ბოლომდე. ჩვენ საკუთარი მიწის დაცვა არადროს მოგვწინდება.

თუ ამას არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ჩავთვლით, რომ პირდაპირ პროვოცირებას ახდენს დაპირისპირების სამართალდამცავებთან და თურქულ კომპანიასთან, ჩვენ დავდგებით აქაც, წავალთ გარეჯშიც…. ჩვენ ქართველი ხალხი არ ვიყიდებით. ჩვენს უფლებებს დავიცავთ მშვიდობიანად”. – მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ მოქალაქეებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები