ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებით ეხმაურება. საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.
ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა – დაკავებულია 3 პირი
„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“. – ნათქვამია განცხადებაში.