LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია: არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

58
არჩილ-თალაკვაძე-1

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ამ ვითარებიდან გამოსავლი ყველა ოპოზიციური პარტიის, პარლამენტის საქმიანობაში ჩართვა იქნებოდა. მისივე თქმით, დისკუსია პარლამენტში ოპოზიციასთნ ერთად, იმ მთავარ საკითხებზე უნდა გაგრძელდეს, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს.

“ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში, – განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია.

„ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ მუშაობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მნიშვნელოვანია პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. ვფიქრობ, პარლამენტში ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას შევძლებთ და შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ორიენტირებული იყოს საზოგადოების საჭიროებებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები