LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტა ბარამიძე: „აღმოჩნდა, რომ ექიმისთვის რამდენიმე წუთით გვიან რომ მიმემართა, მოვკვდებოდი…“

337
martabaramidze2025

„მასტერშეფის“ მონაწილე, მარტა ბარამიძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას თავისი ცხოვრების ერთ მონაკვეთს იხსენებს, როდესაც „ჯიდიესზე“ მუშაობდა და გადაღებიდან დაბრუნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო.

„ჯიდიესზე“ სიტუაცია რომ შეიცვალა, წამოვედი (შემდეგ, მალევე “დაიხურა”). თან, ტელევიზიაში მუშაობის გამო, საავადმყოფოში მოვხვდი: გადაღება გვქონდა – ჯარში გაგვიშვეს, ჯარისკაცის ცხოვრებით უნდა გვეცხოვრა. აღმოჩნდა, რომ მხატვარმა ზამთრის კი არა, საზაფხულო ფორმები გაგვატანა. ყინვაში დილის 4 საათზე ავდექი, ვირბინე… რასაც ჯარისკაცი აკეთებს, ყველაფრის გაკეთება ზაფხულის ფორმაში გამოწყობილს მომიხდა (თებერვალში). იქიდან დაბრუნებულმა, რამდენიმე დღეში თავი ცუდად ვიგრძენი. ერთ დღესაც შუა ინტერვიუ მივატოვე – ძალიან ცუდად ვარ-მეთქი… დილით კანკალით გავიღვიძე. “სასწრაფო” გამოვიძახე, საავადმყოფოში გადამიყვანეს. მწვავე ტკივილი მქონდა. ისე ვკანკალებდი, ჭიქას ხელში ვერ ვიჭერდი. ტკივილები მორფით გამიყუჩეს – სხვა გზა არ იყო. აღმოჩნდა, რომ ექიმისთვის რამდენიმე წუთით გვიან რომ მიმემართა, მოვკვდებოდი… მერე მივხვდი, ტელევიზიაში დაბრუნება აღარ მინდოდა, რადგან რთული რეჟიმი იყო, ადამიანურად ვერ ვცხოვრობდი… ჩემი შეყვარებული “გირჩში” მუშაობდა. მისგან გავიგე, რომ სურდათ პიროვნება, ვინც პიარს გაუძღვებოდა. გასაუბრებაზე მივედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამსახურში ამიყვანეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები