Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„დღეს კაცი ვნახე. დაბეჩავებული. სოფლიდან ჩამოსული. პარლამენტის შენობასთან. თანასოფლელებთან ერთად…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს კაცი ვნახე. დაბეჩავებული. სოფლიდან ჩამოსული. პარლამენტის შენობასთან. თანასოფლელებთან ერთად…“

115
ninotarxnishvili20125

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში 2016 წლის ჩანახატს იხსენებს, ის ეხება ადამიანს, რომელიც სოფლიდან პარლამენტში წერილის დასატოვებლად თანასოფლელებთან ერთად ჩამოვიდა.

„დღეს კაცი ვნახე. დაბეჩავებული. სოფლიდან ჩამოსული. პარლამენტის შენობასთან. თანასოფლელებთან ერთად.

ჩამოვიდა მთიდან ქალაქში, პარლამენტში, მისიით, წერილის დასატოვებლად.

ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ საგანგებოდ გამოეწყობოდა. საუკეთესო ტანსაცმელს მოქექავდა ან ცოლი მოუქექავდა.

ჰოდა, ეცვა ამ კაცს პერანგი, რომლის საყელოც ისე იყო დაქექილი და გაცვეთილი, როგორც ამ კაცის მზისგან შეჭმული კანი.

და ისე ამოზრდოდა გამხდარი კისერი ამ კაცს იმ დაქექილი საყელოდან, როგორც დამსკდარ მიწაზე გამხმარი ხე.

იდგა ეს კაცი და ცდილობდა აეხსნა ჩემთვის, როგორ უჭირთ მთაში ცხოვრება და იმიტომ ჩამოვიდა ქალაქში, რომ იქნებ, ვინმეს ხმა მიაწვდინოს მთის ხალხის გასაჭირისა.

იდგა, მელაპარაკებოდა, ხელებსაც იშველიებდა უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, მე კი ვერ ვაცილებდი თვალს მის დამდნარ საყელოს და ვცდილობდი გამომეცნო, როდის და რატომ იყიდა ეს პერანგი ამ კაცმა ბევრი წლის წინ:

იქნებ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა, როცა ამ პერანგს ყიდულობდა? იქნებ ცოლი მოჰყავდა? იქნებ სადაბადებისდღეოდ? იქნებ ქელეხში ჩასაცმელად?..

რას ჩააცმევენ ამ კაცს როცა მოკვდება? ვითომ ექნება კიდევ სადმე გადანახული ამაზე უკეთესი პერანგი?

საკუბოვე ტანსაცმელი ხომ განსაკუთრებული უნდა იყოს (წესია ასეთი).

მაგრამ მეეჭვება, რა განსხვავებაა ამ კაცისთვის მთიდან პარლამენტში ჩამოსასვლელად გამოწყობასა და საკუბოვედ გამოწყობას შორის? არანაირი. ეს ორივე ამბავი ხომ ასეთი ძალიან განსაკუთრებული და ღირსშესანიშნავია ამ კაცისა და მისი თანასოფლელებისათვის.

კაცებმა წერილი დატოვეს. დაკისრებული მისია შეასრულეს. აიტანენ სოფელში ამბავს საღამოსკენ.

2016“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები