LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩება თუ არა ბუდაპეშტისა და კანდელაკის ქუჩა ცალმხრივი, კვლავ არ გადაწყვეტილა

580

ზაფხულში, თბილისის ცენტრში მასშტაბური ცვლილების – პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შემდეგ, ბუდაპეშტისა და კანდელაკის ქუჩებიც ცალმხრივი გახდა.

თუმცა ამ ქუჩებზე საგზაო მონიშვნები კვლავ არ შეცვლილა.

“ფორტუნას” მერიაში განუცხადეს, რომ ამ ქუჩებზე კვლავ დაკვირვებას აწარმოებენ და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“ამ დროისთვის იგივე სქემა მოქმედებს, რაც ზაფხულიდან გვაქვს. ცალმხრივია მოძრაობა. შეიცვლება თუ არა ის, ჯერ არ ვიცით. ვაწარმოებთ დაკვირვებას”, – განაცხადეს მერიის ტრანსპორტის სამსახურში.

თუ ამ ქუჩებზე საბოლოოდ, ცალმხრივი მოძრაობა დარჩება, ისინი თავიდან უნდა დაიხაზოს. ასევე შესაცლელი იქნება იმ ტრანსპორტის აბრებიც, რომლებიც ამ ქუჩებზე ორმხრივად გადაადგილდებოდა.

იყო საუბარი იმაზეც, რომ პეკინის ქუჩის მსგავსად, ამ ქუჩებზეც ე.წ. ბას ლეინები გაკეთებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მერიაში დიდი ცვლილებებია. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო შეყოვნდა ამ საკითხის გადაჭრა.