ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.
მისი თქმით, 2021 წელს კორონავირუსი ცირკულირებას კვლავაც განაგრძობს, მაგრამ ის უფრო ადვილი სამართავი იქნება, ვიდრე 2020 წელს.
კლუგემ განმარტა, რომ ჯანმო ინტერესით აკვირდება ვაქცინაციის ეფექტიანობას.
მისი თქმით, პანდემიის ცუდი სცენარი უკვე წარსულში დარჩა.
„უარესი სცენარი უკან მოვიტოვეთ. ჩვენ ახლა ვირუსის შესახებ ბევრად მეტი რამ ვიცით, ვიდრე 2020 წელს. როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიის მომავალი ზუსტად არავინ იცის. ვირუსი კვლავ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, შეზღუდვები საჭირო აღარ იქნება. ეს ოპტიმისტური მესიჯია“. – განაცხადა კლუგემ.
მისივე განცხადებით, მუტაცია ვირუსებისთვის დამახასიათებელია, თუმცა დიდი ალბათობით, მუტაციები ვირუსს უკონტროლოს ვეღარ გახდიან.