LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26-ში აქ იქნება ჩემი ქობულეთი, ჩემი ბათუმი, ქედა, ხულო, ხელვაჩაური, ჩვენ ერთად დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს: კობა ხაბაზი

155
კობა ხაბაზი

“26 თებერვალს აქ იქნება ჩემი ქობულეთი, აქ იქნება ჩემი ბათუმი, ჩემი ქედა, ჩემი ხულო, ჩემი ხელვაჩაური, აქ იქნება ჩემი აჭარა, ჩვენ ერთად დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს.” – პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკოსები შეკრებილ საზოგადოებას მიმართავენ.

სიტყვით გამოსცვლის დროს პოლიტიკოსმა კობა ხაბაზმა განაცხადა, რომ 26 თებერვალს დაგეგმილია მასშტაბური აქცია, რომელიც დაასრულებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს:

“ჩემო მამაცო ხალხო, სამშობლო არ არის მხოლოდ მთა და ბარი, სამშობლო ხართ თქვენ, რომლებიც იბრძვით თავისუფლებისთვის, რომლებსაც გაქვთ ღირსება და რომლებსაც ვერავინ ვერასდროს დაგიმონებთ.

26 თებერვალს დაგეგმილია მასშტაბური აქცია, აქცია რომელიც დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს. 26-ში აქ იქნება ჩემი ჩემი ქობულეთი, აქ იქნება ჩემი ბათუმი, ჩემი ქედა, ჩემი ხულო, ჩემი ხელვაჩაური და შუახევი, აქ იქნება ჩემი აჭარა, ჩვენ ერთად დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს.

33 წლის წინ ვიდექი აქ, ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა აქ, მიტინგზე. სხვანაირად არ შემეძლო, რადგან მაშინ საქართველოს რუსეთის ამფსონები, დანიშნული მარიონეტები მართავდნენ. დღეს ვდგევარ აქ, რადგან არ შემიძლია სხვანაირად, იმიტომ რომ საქართველოს კვლავ პუტინის მარიონეტები მართავენ და ეს უნდა დავასრულოთ, იმიტომ, რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს.

26-ში ყველა ერთად, საქართველო სწორდით.” – განაცხადა ხაბაზბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები