LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება:მაიკლ კარპენტერი

73
მაიკლ კარპენტერი

ამერიკელი დიპლომატი, მაიკლ კარპენტერი Twiter-ის საკუთარ გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევა სამწუხაროა.

 „საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება“ – წერს მაიკლ კარპენტერი.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში ე.წ წიწაკის გაზი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველების მობილიზება, დილის 7:00 საათიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები