LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: დადასტურდა, რომ სააკაშვილები, მელიები, ბოკერიები სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ

75
ირაკლი კობახიძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და სხვა ოპოზიციური ლიდერები, ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს ვერ დააკლებენ.

“დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები: მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად, ეს არის რეჟიმის დასასრული: ნიკა მელია

“მადლობას ვუხდით ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს” – ირაკლი კობახიძე

“არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი” – კობახიძე მელიაზე