სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.
უწყების ცნობით, აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა.
”ეს თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.
აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთო-ს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან”, – აცხადებენ სუს-ში.