23 და 24 თებერვალს, სინოპტიკოსები ქვეყანაში ამინდის გაუარესებას ელიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.
აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დაბლობსა და ბარში, დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი იქნება.
25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში შესაძლოა თოვა და ნისლი.
რაც შეეხება ამინდს დედაქალაქში, თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.
24 თებერვალს დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 25 თებერვალს ღამით -5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.