„თეგეტამ“ მრავალფუნქციური პორტალი shop.tegetamotors შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა მომხმარებლისთვის და წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს.
კომპანიის ინფორმაციით, დღეისთვის კატალოგში წარმოდგენილია საბურავებისა და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი. ონლაინ კატალოგის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტი, მოიძიოს რომელ ფილიალში და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი და დაარეზერვოს.
”კატალოგის ნახვა შესაძლებელია მისამართზე shop.tegetamotors.ge მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. „თეგეტა ქარდის“ მფლობელები კი პროდუქციის ფასს მათი ბარათის შესაბამისი ფასდაკლებით იხილავენ. უახლოეს მომავალში საიტზე იგეგმება „თეგეტას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი სრული პროდუქციის განთავსება, როგორც ავტოსათადარიგო ნაწილების, ასევე საავტომობილო აქსესუარების მიმართულებით”, – განმარტავენ ”თეგეტა მოტორსში”.
შეგახსენებთ, „თეგეტა“ უკვე 22 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს. იგი არის საქართველოში იმპორტიორი მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის, მათ შორის: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული პროდუქციის.